Wednesday, December 9, 2015

მაიმუნების რიგი
მომთვინიერებლის პირველი სტვენისთანავე მაიმუნები ცირკის არენაზე 6 რიგად ეწყობიან.
ყოველ რიგში არის 4 მაიმუნი.
მეორე დასტვენის შემდეგ ისინი 8 რიგად დაეწყვნენ.
რამდენი მაიმუნი აღმოჩნდა თითოეულ რიგში მეორე დასტვენის შემდეგ?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

                                                           მოხუცი ჯუჯის განძი
მოხუცმა ჯუჯამ თავისი განძი კედელთან მდგარ 3 სხვადასხვაფერ სკივრში ჩაალაგა.
ერთში - ძვირფასი ქვები, მეორეში - ოქროს მონეტები, მესამეში - მაგიური წიგნები.
მას ახსოვს, რომ: წითელი სკივრი მარჯვნივაა, ვიდრე ძვირფასი ქვები;
მაგიური წიგნები მარჯვნივაა, ვიდრე წითელი სკივრი.
რომელ სკივრში დევს მაგიური წიგნები, თუ მწვანე სკივრი დგას უფრო მარცხნივ, ვიდრე ლურჯი?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.
                                                                            აბი
ექიმმაა პაციენტს 3 აბი მისცა და ურჩია, ყოველ 20 წუთში თითო აბი მიეღო. რამდენ წუთში მიიღებს პაციენტი უკანასკნელ აბს?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.
                                                  უკვდავი კოშჩეიდან ჭინკამდე
უკვდავი კოშჩეიდან კუდიანი დედაბრის სახლამდე სამი გზა მიდის, ხოლო კუდიანი დედაბრის სახლიდან ჭინკამდე - ორი.
რამდენი გზით შეიძლება მიხვიდე უკვდავი კოშჩეიდან ჭინკამდე ისე, რომ შეიარო კუდიან დედაბერთან?

გზა
        კოშჩეი                   კუდიანი დედაბერი               ჭინკა
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.
                                                      როდის იწყება კონცერტი?
მარიამმა გაიღვიძა დილის 8 საათზე და დედას, მანანას, უთხრა, რომ დროა, კონცერტზე წავიდეთო. ჯერ ადრეა, უპასუხა მანანამ, კონცერტი მხოლოდ 3 საათის შემდეგ იწყებაო.
მაშ, ჩვენ როდის წავალთო, იკითხა ისევ მარიამმა?
ჩვენ სახლიდან გავალთ კონცერტის დაწყებამდე 1 საათით ადრეო, უპასუხა დედამ.
როდის იწყება კონცერტი?
რომელ საათზე გამოვა სახლიდან მანანა მარიამთან ერთად?
  პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

                                                          ვის ეკუთვნის კვერცხი?
ერთი მამალი გამოფრინდა პორტუგალიიდან, გადაიარა ესპანეთი, გადაჭრა საფრანგეთი, იქ ცოტა შეისვენა, შემდეგ გადაიფრინა გერმანიაზე, გვერდი აუარა შვეიცარიას და ჩაფრინდა ჩეხეთში, საიდანაც პოლონეთში გადაფრინდა. ღამეც  იქ გაათია.
მეორე დღეს გადასერა რუსეთის ტერიტორია, იქაც შეისვენა და შემდეგ განაგრძო გზა. დაფარა ჩინეთის დიდი ტერიტორიაც და როცა მივიდა ჩინეთ-კორეის საზღვრის ხაზზე (სადემარკაციო ხაზს რომ ეძახიან), დადო კვერცხი.
ამოცანა გვეკითხება: რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის კვერცხი: ჩინეთს თუ კორეას, რომელთა საზღვარზე დადო კვერცხი, თუ პორტუგალიას, საიდანაც გამოფრინდა?
 პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.


Monday, July 27, 2015

თვითმფრინავის სხვადასხვა სიჩქარე
თვითმფრინავს, თბილისიდან, რომ, ჩავიდეს მოსკოვში,
1საათი და 30წუთი სჭირდება, ხოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან,
თბილისში ჩასვლას, 90 წუთი უნდება. როგორ ახსნით ამ მოვლენას?

პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.


Sunday, June 28, 2015

ისე გადაადგილეთ ერთი ღერი, რომ, მიიღოთ 15.
(P.S. ერთიანებს ორი ღერი აქვს.)
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.


ბუზი
მაგიდაზე იჯდა ოთხი ბუზი. ბავშვმა ერთი მათგანი მოკლა, რამდენი ბუზი დარჩა მაგიდაზე?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

                                                                  ჩაძირული გემი
ერთ მზიან დღეს გემი რომელიც პორტში იდგა და ხალხი მას უყურებდა ჩაიძირა ყველას თვალწინ მაგრამ არც ქარიშხალი და არც შტრორმი არ იყო
კითხვა :რატომ?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

Friday, June 26, 2015

                                                                 
                                                                   

რადიოს წამყვანი



მარკმა თავისი სამუშაო ადგილი შეუმჩნევლად დატოვა. მას გამოუვიდა! ეს ნიშნავდა რომ ნახევარი საქმე გაკეთებული იყო. ჯიპში ჩაჯდა და მანქანების სადგომიდან გავიდა. უნდა ეჩქარა, თორემ მის არყოფნას შეამჩნევდნენ.
მან რადიო ჩართო.
- ბედნიერ დღეს გისურვებთ! – რადიოში წამყვანის ხმა გაისმა. – თქვენთან მარკ რაილი არის. პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ მეუღლეთა ღალატზე. როგორ უნდა აარიდონ ამას თავი და რა ქნან თუ მაინც მოხდა ღალატი? ჩემს აზრს დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.
ეს თემა იმას ეხება, რაც ახლა მარკის ცხოვრებაში ხდებოდა. ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მისი ცოლი ლინდა, მისსავე საუკეთესო მეგობარ ბობთან ღალატობდა. მარკმა იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა.
რამდენიმე დღის წინ მათ ლოგინში წაასწრო. საყვარლებმა ის ვერც დაინახეს. მარკს სკანდალი არ მოუწყია. ჩუმად მოსცილდა იქაურობას და ამის შემდეგ საშინელი გეგმის მოფიქრება დაიწყო. ისინი ვეღარ იქნებოდნენ ერთად! ვეღარ დასცინებდნენ! ეს პარაზიტები უნდა გაესრისა!
მარკმა თავის 44 კალიბრიან მაგნუმს შეხედა. მაგარი იარაღი იყო.
მანქანა სახლის უკანა ეზოში გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა და სახლში შევიდა. ოთახში შესულმა მარკმა თავისი ცოლი და მეგობარი დაინახა. მათ ახლაც ვერ შეამჩნიეს ეს კაცი. მარკმა რევოლვერი ამოიღო და მათ ესროლა. ტყვიამ ჯერ ქალის გული გახვრიტა, შემდეგ კი კაცის.
- ისე კარგია სიკვდილია. – ღიმილით თქვა მარკმა – ადამიანები ტანჯვით კვდებიან, ესენი კიდე სექსის დროს მოკვდნენ, თან საფრთხის მოახლოვებას ვერც ხვდებოდნენ. წყარო –
ახლა სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო. ამასაც გააკეთებდა და მორჩა, ალიბი ექნებოდა. მას არავინ არ დაადანაშაულებდა.
მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. რადიოში საჭირო არხის დაჭერას ცდილობდა, მაგრამ იმ არხზე არავინ არ ლაპარაკობდა.
მარკმა მანქანა გააჩერა და იარაღი შუბლთან მიიტანა.
- ესეც ასე. დამთავრდა.
მან თავი მოიკლა.
კითხვა: რატომ მოიკლა მარკმა თავი?


პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

Monday, June 22, 2015

სახლი
ლურჯ სახლში, ლურჯი არსება ცხოვრობს, წითელ სახლში, წითელი არსება,
ხოლო ყვითელ სახლში, ყვითელი არსება. ვინ ცხოვრობს, თეთრ სახლში?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.




ლიფტი და კაცი
კაცი ცხოვრობს მეთოთხმეტე სართულზე, დილას როდესაც სახლიდან გადის უპრობლემოდ ჩადის, ხოლო როდესაც სახლში ბრუნდება მეცხრე სართულამდე მიდის და მერე ფეხით აგძელებს დანარჩენ ხუთ სართულს. კითხვა : რატომ იქცევა ასე კაცი?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.


სასამართლო პროცესი
რომში ქონდა ადგილი სასამართლო პროცესს ვინმე ენცო კაპრანიკის საქმეზე რომელსაც ბრალად ედებოდა 400 ლირისა და უცხოური ვალუტის 4 ცენტის ოდენობით გატაცება. დანაშაული ჩადენილი იყო გრძელი ჯოხის ბოლოში მიმაგრებული საძერწისა და თოკზე მიბმული მაგნიტის საშუალებით. რას და საიდან იპარავდა დამნაშავე?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.


კაცი ღამის ბარში
კაცი შევიდა ბარში და მივიდა ბარმენთან, თუ შეიძლება ერთი ჭიქა წყალი მომეცითო, ხოლო ბარმენმა ორ ლულიანი გადმოუღო და შუბლზე დაადო. კაცმა კი მადლობა მოუხადა და წავიდა. კითხვა: რატომ მოუხადა კაცმა მადლობა?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.


კაცი წვიმაში
ერთი კაცი მოყვა წვიმაში.მას არც ქოლგა ჰქონდა და არც ქუდი.ასევე მან ვერ იპოვა თავშესაფარი ადგილი.როდესაც იგი სახლში მივიდა, მას თმა არ ჰქონდა სველი.როგორ?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.


Friday, June 12, 2015

                                                                    სხეული ჭაში
ერთხელ, როცა ექვსი წლის ვიყავი ჩემმა პატარა დამ თავი ძალიან მომაბეზრა. ტიროდა და არ ჩუმდებოდა. ისე შემაწუხა რომ მოვკალი და ჭაში ჩავაგდე. მეორე დღეს, როცა ჭაში ჩავიხედე მისი სხეული ვერ დავინახე. ის გაქრა.
როცა თორმეტი წლის ვიყავი, ჩემს საუკეთესო მეგობართან რაღაც სისულელის გამო ჩხუბი მომივიდა. მოვკალი და ჭაში ჩავაგდე. მეორე დღეს ჭაში ჩავიხედე. მისი სხეულიც გამქრალიყო.
თვრამეტი წლის ასაკში ჩემი შეყვარებული ჩემგან დაორსულდა. მამობა არ მინდოდა, ამიტომაც გოგონა მოვკალი და მისი სხეული ჭაში ჩავაგდე. საოცრება იყო, მაგრამ მისი სხეულიც გაქრა. წყარო – Trileri.Wordpress.Com
ოცდაოთხი წლის ასაკში ოფისში დავიწყე მუშაობა. უფროსი ძალიან ცუდად მიყურებდა. თავს არ მანებებდა და მაღიზიანებდა. ამას ვეღარ გავუძელი და ისიც მოვკალი. უფროსის სხეულიც ჭაში გადავაგდე და როგორც სხვები, ასევე ისიც გაქრა.
ოცდაათი წლის ვიყავი, როცა დედაჩემი ცუდად გახდა. საწოლიდან ვერ დგებოდა. მოვლა სჭირდებოდა, მე კი ამის თავი არ მქონდა. ავდექი და ისიც მოვკალი. დედაჩემის სხეულიც ჭაში ჩავაგდე. მეორე დღეს ჭასთან დავბრუნდი, დაბლა ჩავიხედე და მისი სხეული ისევ იქ იყო.
ყოველ დღე ვამოწმებდი ჭას, მაგრამ ის არ ქრებოდა.
კითხვა: რატომ არ ქრება დედის სხეული?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

Thursday, June 4, 2015

ამოცანა-ხუმრობა
რა მოუვა მანქანას როდესაც წითელ ზღვაში ჩააგდებ?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.



Tuesday, June 2, 2015

ციხიდან გაქცევა
ერთხელ ციხეში, შუქი წავიდა და ერთი პატიმარი ციხიდან გაიქცა
და მეორე პატიმარი შეხვდა და უთხრა:თუ გინდა რომ არ ჩაგიშვა,
ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიო:10 წუთი ზვიგენებთან ერთად
ან დენის სკამი. რომელს აირჩევდით?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.





ორი ცხენოსანი
ორი ცხენოსანი ეჯიბრება ერთმანეთს. შეჯიბრის პირობა ასეთია: გაიმარჯვებს ის ვინც ბოლო მივა ფინიშთან. შეჯიბრი დაიწყო, თუმცა არცერთი ცხენოსანი ადგილიდან არ დაძრულა. შეღონდნენ ორგანიზატორები, რა ექნათ აღარ იცოდნენ. ამ დროს ხალხიდან გამოვიდა ერთი მოხუცი, მივიდა ცხენოსნებთან და ისეთი რაღაც უთხრა, რის შემდეგაც ორივე ცხენოსანმა უკანმოუხედავად გააქროლა ცხენები. რა სიტყვა უთხრა მოხუცმა ცხენოსნებს?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

ამოცანა, რომლიც 200-დან ერთმა ამოხსნა
წარმოიდგინეთ სიტუაცია:
ქარიშხლიან და წვიმიან ღამით მიდიხართ მანქანით. გაჩერებაზე ხედავთ სამ ადამიანს:
1. მოხუცი ქალბატონი, რომელიც აშკარად ცუდად არის;
2. ძველი მეგობარი, რომელმაც ერთ დროს სიკვდილს გადაგარჩინათ;
3. თქვენი ოცნების ქალი/მამაკაცი.
რომელ მათგანს ჩაისვამდით მანქანაში, თუ თქვენი მანქანა მხოლოდ ორადგილიანია?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.


ვარდისფერი სახლი
ერთსართულიან სახლში რასაც დაინახავ,
 ყველაფერი ვარდისფერია, რა ფერის იყო კიბეები?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.


სამი კარი
ერთ ოთახში არის სამი კარი, ერთი კარის მიღმა არის ცეცხლი,
მეორე კარის მიღმა 300 შეირაღებული ჯარისკაცი, ხოლო მესამე
კარის იქით არის ლომი, რომელსაც 3 წელია არაფერი უჭამია,
რომელი კარითაა გასვლა უსაფრთხო?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.




                                                               
                                           
                                                  დიქტოფონი (საშიში გამოცანა)
დიდი ხნის წინ ფერდობის თავზე აშენებულ სახლში ცხოვრობდა ძალიან მდიდარი მოხუცი. ერთ საღამოს პოლიციაში დარეკეს და თქვეს, რომ მოხუცმა თავი მოიკლა. როცა პოლიციელები მოხუცის სახლში მივიდნენ, მათ კარი მსახურმა გაუღო. მან პოლიციელებს უთხრა, რომ სამზარეულოში საჭმელს აკეთებდა, როცა გასროლის ხმა გაიგო. ის გაიქცა, რათა ბატონი ენახა. თურმე უბედურს თავი მოეკლა.
ისინი მესამე სართულზე ავიდნენ. მოხუცის ოთახში შევიდნენ. საწყალს თავზე დიდი ნახვრეტი ჰქონდა. იქაურობა სისხლიანი იყო. ერთ მხარეს რევოლვერი ეგდო, მეორე მხარეს, მაგიდაზე დიქტოფონი იდო.
– რამეს ხელი ხომ არ მოკიდეთ? – ჰკითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა მოსამსახურეს.
– არა, რას ამბობთ სერ? – უთხრა მოსამსახურემ. – არაფრისთვის არ მიხლია ხელი.
ერთ-ერთმა პოლიციელმა დიქტოფონის ჩართვის ღილაკს ხელი დააჭირა. მოხუცის ხმა გაიგეს. ამბობდა, რომ მდიდარი, მაგრამ უბედური იყო და ამის გამო თავს იკლავდა. ამის თქმის შემდეგ სროლის ხმა გაისმა.
პოლიციელებმა მოსამსახურე დააკავეს. რატომ?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.