Friday, June 12, 2015

                                                                    სხეული ჭაში
ერთხელ, როცა ექვსი წლის ვიყავი ჩემმა პატარა დამ თავი ძალიან მომაბეზრა. ტიროდა და არ ჩუმდებოდა. ისე შემაწუხა რომ მოვკალი და ჭაში ჩავაგდე. მეორე დღეს, როცა ჭაში ჩავიხედე მისი სხეული ვერ დავინახე. ის გაქრა.
როცა თორმეტი წლის ვიყავი, ჩემს საუკეთესო მეგობართან რაღაც სისულელის გამო ჩხუბი მომივიდა. მოვკალი და ჭაში ჩავაგდე. მეორე დღეს ჭაში ჩავიხედე. მისი სხეულიც გამქრალიყო.
თვრამეტი წლის ასაკში ჩემი შეყვარებული ჩემგან დაორსულდა. მამობა არ მინდოდა, ამიტომაც გოგონა მოვკალი და მისი სხეული ჭაში ჩავაგდე. საოცრება იყო, მაგრამ მისი სხეულიც გაქრა. წყარო – Trileri.Wordpress.Com
ოცდაოთხი წლის ასაკში ოფისში დავიწყე მუშაობა. უფროსი ძალიან ცუდად მიყურებდა. თავს არ მანებებდა და მაღიზიანებდა. ამას ვეღარ გავუძელი და ისიც მოვკალი. უფროსის სხეულიც ჭაში გადავაგდე და როგორც სხვები, ასევე ისიც გაქრა.
ოცდაათი წლის ვიყავი, როცა დედაჩემი ცუდად გახდა. საწოლიდან ვერ დგებოდა. მოვლა სჭირდებოდა, მე კი ამის თავი არ მქონდა. ავდექი და ისიც მოვკალი. დედაჩემის სხეულიც ჭაში ჩავაგდე. მეორე დღეს ჭასთან დავბრუნდი, დაბლა ჩავიხედე და მისი სხეული ისევ იქ იყო.
ყოველ დღე ვამოწმებდი ჭას, მაგრამ ის არ ქრებოდა.
კითხვა: რატომ არ ქრება დედის სხეული?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

No comments:

Post a Comment