დიქტოფონი (საშიში გამოცანა)
დიდი ხნის წინ ფერდობის თავზე აშენებულ სახლში ცხოვრობდა ძალიან მდიდარი მოხუცი. ერთ საღამოს პოლიციაში დარეკეს და თქვეს, რომ მოხუცმა თავი მოიკლა. როცა პოლიციელები მოხუცის სახლში მივიდნენ, მათ კარი მსახურმა გაუღო. მან პოლიციელებს უთხრა, რომ სამზარეულოში საჭმელს აკეთებდა, როცა გასროლის ხმა გაიგო. ის გაიქცა, რათა ბატონი ენახა. თურმე უბედურს თავი მოეკლა.
ისინი მესამე სართულზე ავიდნენ. მოხუცის ოთახში შევიდნენ. საწყალს თავზე დიდი ნახვრეტი ჰქონდა. იქაურობა სისხლიანი იყო. ერთ მხარეს რევოლვერი ეგდო, მეორე მხარეს, მაგიდაზე დიქტოფონი იდო.
– რამეს ხელი ხომ არ მოკიდეთ? – ჰკითხა ერთ-ერთმა პოლიციელმა მოსამსახურეს.
– არა, რას ამბობთ სერ? – უთხრა მოსამსახურემ. – არაფრისთვის არ მიხლია ხელი.
ერთ-ერთმა პოლიციელმა დიქტოფონის ჩართვის ღილაკს ხელი დააჭირა. მოხუცის ხმა გაიგეს. ამბობდა, რომ მდიდარი, მაგრამ უბედური იყო და ამის გამო თავს იკლავდა. ამის თქმის შემდეგ სროლის ხმა გაისმა.
პოლიციელებმა მოსამსახურე დააკავეს. რატომ?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

No comments:
Post a Comment