Friday, June 26, 2015

                                                                 
                                                                   

რადიოს წამყვანი



მარკმა თავისი სამუშაო ადგილი შეუმჩნევლად დატოვა. მას გამოუვიდა! ეს ნიშნავდა რომ ნახევარი საქმე გაკეთებული იყო. ჯიპში ჩაჯდა და მანქანების სადგომიდან გავიდა. უნდა ეჩქარა, თორემ მის არყოფნას შეამჩნევდნენ.
მან რადიო ჩართო.
- ბედნიერ დღეს გისურვებთ! – რადიოში წამყვანის ხმა გაისმა. – თქვენთან მარკ რაილი არის. პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ მეუღლეთა ღალატზე. როგორ უნდა აარიდონ ამას თავი და რა ქნან თუ მაინც მოხდა ღალატი? ჩემს აზრს დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ.
ეს თემა იმას ეხება, რაც ახლა მარკის ცხოვრებაში ხდებოდა. ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მისი ცოლი ლინდა, მისსავე საუკეთესო მეგობარ ბობთან ღალატობდა. მარკმა იცოდა რაც უნდა გაეკეთებინა.
რამდენიმე დღის წინ მათ ლოგინში წაასწრო. საყვარლებმა ის ვერც დაინახეს. მარკს სკანდალი არ მოუწყია. ჩუმად მოსცილდა იქაურობას და ამის შემდეგ საშინელი გეგმის მოფიქრება დაიწყო. ისინი ვეღარ იქნებოდნენ ერთად! ვეღარ დასცინებდნენ! ეს პარაზიტები უნდა გაესრისა!
მარკმა თავის 44 კალიბრიან მაგნუმს შეხედა. მაგარი იარაღი იყო.
მანქანა სახლის უკანა ეზოში გააჩერა. მანქანიდან გადმოვიდა და სახლში შევიდა. ოთახში შესულმა მარკმა თავისი ცოლი და მეგობარი დაინახა. მათ ახლაც ვერ შეამჩნიეს ეს კაცი. მარკმა რევოლვერი ამოიღო და მათ ესროლა. ტყვიამ ჯერ ქალის გული გახვრიტა, შემდეგ კი კაცის.
- ისე კარგია სიკვდილია. – ღიმილით თქვა მარკმა – ადამიანები ტანჯვით კვდებიან, ესენი კიდე სექსის დროს მოკვდნენ, თან საფრთხის მოახლოვებას ვერც ხვდებოდნენ. წყარო –
ახლა სამსახურში უნდა დაბრუნებულიყო. ამასაც გააკეთებდა და მორჩა, ალიბი ექნებოდა. მას არავინ არ დაადანაშაულებდა.
მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. რადიოში საჭირო არხის დაჭერას ცდილობდა, მაგრამ იმ არხზე არავინ არ ლაპარაკობდა.
მარკმა მანქანა გააჩერა და იარაღი შუბლთან მიიტანა.
- ესეც ასე. დამთავრდა.
მან თავი მოიკლა.
კითხვა: რატომ მოიკლა მარკმა თავი?


პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

No comments:

Post a Comment