ორი ცხენოსანი
ორი ცხენოსანი ეჯიბრება ერთმანეთს. შეჯიბრის პირობა ასეთია: გაიმარჯვებს ის ვინც ბოლო მივა ფინიშთან. შეჯიბრი დაიწყო, თუმცა არცერთი ცხენოსანი ადგილიდან არ დაძრულა. შეღონდნენ ორგანიზატორები, რა ექნათ აღარ იცოდნენ. ამ დროს ხალხიდან გამოვიდა ერთი მოხუცი, მივიდა ცხენოსნებთან და ისეთი რაღაც უთხრა, რის შემდეგაც ორივე ცხენოსანმა უკანმოუხედავად გააქროლა ცხენები. რა სიტყვა უთხრა მოხუცმა ცხენოსნებს?
პასუხი დაწერეთ კომენტარებში. კომენტარის გასაკეთებლად, საჭიროა დავაჭიროთ ღილაკს "No Comment" და დავწეროთ ჩვენი კომენტარი.

No comments:
Post a Comment